Monday, November 28, 2011

მუზიკანტობა!

ამჯერად კი მინდა გიამბოთ ჩემი მუსიკალური მოღვაწეობის შესახებ მოსკოვში. მე ძალიან გამიმართლა, რომ ამ ქალაქში ვიპოვე ჩემი თბილისელი მეგობრები - მუსიკოსები, რომლებიც მოსკოვში უკვე წლებია ცხოვრობენ და აქ თავიანთ მუსიკალურ მოღვაწეობას განაგრძობენ. ყველამ ვიცით, რომ ქართველები ერთმანეთის გამტანი ხალხი მაინც და მაინც არ ვართ, მაგრამ მათმა სტუმართმოყვარეობამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ამ მომენტში უკვე 3 ჯგუფში ვუკრავ! :)) 2 პროექტი არის საავტორო, რაცაა ბედნიერება მუსიკოსისათვის. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა შენ უკრავ შენს საკუთარ (ან ჯგუფის საკუთარ) ნაწარმოებს და ამით ზემოქმედებ ბიოსფეროზე, რადგანაც შეგაქვს გარკვეული წილი კაცობრიობის ცივილიზაციაში, თუნდაც იმდენად უმნიშვნელო, რომ ამას მხოლოდ შენ თუ შეამჩნევ :) ერთიც კი ქავერ სასტავია, რომელიც ფინანსურ მომჯობინებაზეა ორიენტირებული. თბილისისგან განსხვავებით, მოსკოვში ძალიან კარგ ფულს აკეთებენ ბარებში და რესტორნებში მოღვაწე ქავერ ჯგუფები. გარანტირებული "სტავკა" ერთ წევრზე 100$ის ფარგლებშია თითო საღამოში. მაგრამ მოსკოველი მსმენელი საოცრად ხელგაშლილი აღმოჩნდა! ძალიან დიდ ფულს ჩუქნიან მუსიკოსებს რესტორნის კლიენტები. შედეგად აქ მოღვაწე ქართველი (უხშირეს შემთხვევაში არალეგალი) მუსიკოსები ყოველთვიურად თბილისში ~1000$ აგზავნიან თავიანთი ოჯახების დასახმარებლად, გარდა ამისა ყავთ მანქანები და ქირაობენ ბინებს მოსკოვის ცენტრალურ რაიონებში. ყველაფერი ეს - give me one reason და aint no sunshine რეპერტუარით + რუსული შლაგერებით მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი а нам все равно-ს გამო 500$ შეიძლება ჩაგიკუჭოს ვინმე მთვრალმა რუსმა :)
ამ ეტაპზე ინტენსიურად ვრეპეტიციობთ ჯგუფთან, რომელიც ძალიან კარგადაა "მომჯდარი" მოსკოვურ ქავერ სიტუაციაში, მაგრამ ამასთანავე სურთ თავიანთი რეპერტუარის გაცოცხლება და სხვა დონეზე გაყვანა. ამჟამად ჯგუფი ტრადიციულ "იონიკა+ვოკალი" სისტემით მოღვაწეობს საკმაოდ წარმატებულად. სხვათა შორის ჯგუფის წევრია აჩი ფურცელაძეც, ერთ დროს თბილისში ძალზე პოპულარული "პაპსავიკი" :)

8 comments:

  1. ვა ძალიან მაგარია :)
    მიდი ბიჯო იქნება ორი კაპიკი გააკეთო და ცოტა ნორმალურ პირობებში იცხოვრო.

    ReplyDelete
  2. სხვათა შორის რომ არა გარკვეული ფაქტორები, აქ ძალიან კარგ პონტში ვარ ვმამენტ. ანუ ტრადიციულ ქართულ ოჯახში თავისი ხაშით, ღომით და კუჭმაჭით :))) ეგ მნიშვნელოვანი არგუმენტია, დამეთანხმებით ზემლიაკებო ;)

    ReplyDelete
  3. ჰო ეგეც მართალია, ოჯახში გაკეთებული ცხელი საჭმელი არაა უმნიშვნელო ფაქტორი :)

    ReplyDelete
  4. აბა ბიჭო ქართველებთან ვარ, ქართულ ოჯახში. ახლა ცალკე ბინის ქირაობის პრასვეტი არ მაქვს, მაქსიმუმ რამე ანალოგიურ პონტში გავიჩითები კლიაუზნიკ რუს "ხაზეიკასთან" და მექნება ცალკე ოთახი. და უნდა გადავიხადო 2ჯერ ძვირი. აქ ქართულად ხმის გამცემი მაინც მყავს, რას ამბობ ტო.. :)

    ReplyDelete
  5. მუსიკალური პრასვეტები რო მაგდენია ყველაზე მაგრად ასწორებს! თან ეგეთი შემოსავლიანი :) პრიატნოე პოლეზნიმ... ნეტა იმის მე-10 ვიცოდე მუსიკაში, რაც შენ

    ReplyDelete
  6. გასწავლი გია, რაც ვიცი სიხარულით გასწავლი :) რას შვები პიანოზე მეცადინეობ თუ ვერ ახერხებ?

    ReplyDelete
  7. კი, ვმეცადინეობ... მარა დრო მართლა ცოტა მაქვს რაღაცის სასწავლად და ამ ეტაპზე ვმეცადინეობ ძირითადად ტექნიკაზე + ვსწავლობ რამდენიმე ვეშს... ერთი ბრატი მყავს აქ, უნგრელი და გიტარისტია. ხოდა ერთხელ მეუბნება, რამეები ერთად დავუკრათო. მეთქი, ბანძი ვარ, აზრზე არა ვარ და 1-2 თვეში კიდე შეიძლება რამეზე ფიქრი-თქო. იმან კიდე, ვგრძნობ რაღაცა მუსიკალურ კონექშენს ჩვენ შორის და დარწმნებული ვარ ერთი აკორდიც რო აიღო, ხოშიანი იქნებაო. ხოდა ვიმაიმუნეთ ერთხელ და გადავწვიტეთ რამე როკ/პოპ სტანდარტები ვისწავლოთ რო ერთმანეთი დავამუღამოთ და ვიმეცადინოთ :) ხოდა ეხლა ვსწავლობ Imagine-ს, Paradise City-ს და Hotel California-ს :) არ ვიცი ესენი რატო ავარჩიეთ, ეგრე გამოიდა :) თან კლავიშსაც ჭირდება დამუღამება, ოხრად რაღაცეები აქვს.

    შენ უკვე სტაბილურად უკრავ რომელიმე სასტავთან?

    ReplyDelete
  8. მე იდეაში ვარ 3 სასტავში. 2 ტვორჩესკი და ერთი ხალტურა. ხალტურშიკები, რომლებიც ზემოთ ვახსენე, სულ ბანკეტებზე და კორპორატივებზე უკრავენ, ორჯერ სხვა ქალაქშიც იყვნენ წასულები და შედეგად რეპეტიციები გვემაზება ეს საახალწლო პერიოდი. დამაგვიანდა ჩამოსვლა.. ერთი თვით ადრე რომ ჩამოვსულვიყავი უკვე ვიქნებოდი ჩამჯდარი. დანარჩენი 2 შემოქმედებაა - იქიდან ერთი გაჩერებულია, რადგანაც ჯგუფი კომპლექტდება. მაგრამ ერთიც კი სტაბილურად რეპეტიციობს და ესაა ჩემი ჯგუფი, სადაც ვეშებს ვაკეთებთ საკუთარს და კონცერტისთვის ვემზადები. ასე რომ ბედნიერი ვარ მაინც. მთლიანად ვკონცენტრირდები შემოქმედებაზე და არანაირი ხალტურა, რომელსაც ყურადრება გადააქვს :)

    ReplyDelete