Wednesday, December 21, 2011

ჩემი მუსიკალურად ჩამოყალიბება (Part 1)

რამოდენიმე ხნის წინ, მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდით ჩვენი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და იმაზე, თუ როგორ მოვაღწიეთ იქამდე, სადაც ვართ ახლა. შედეგად გადავწყვიტე დეტალურად მოვყვე ჩემი მუსიკალურად ჩამოყალიბების ისტორია: ჩვენს ოჯახში ოდითგანვე სუფევდა მუსიკისადმი და ხელოვნებისადმი სიყვარული. მამაჩემი ჯერ კიდევ 70იანებში ეზიარა დასავლურ კულტურას გაურკვეველი წყაროებიდან მოპოვებული ფირფიტებისა და ძლიერი რადიომიმღებით დაჭერილი უცხოური ტალღებიდან.  ჩემს პატარაობაში საყოველთაო ე.წ. "შვიდწლედის" განათლების მოდით აღტაცებულმა ბებიებმა და დედამ მიმაბარეს მუსიკალურ სკოლაში, რომელსაც კატეგორიულად ვერ ვიტანდი და საკმაოდ ცუდ მოგონებად დამრჩა დღემდე ის ერთი კლასის განათლება, რომელიც უდიდესი შინაგანი პროტესტით დავამთავრე. საქმე ისაა, რომ რაღაც გარკვეული მონაცემების გამო გადაწყდა შვიდწლედის პროგრამის დაჩქარებულად გავლა და იმ კოშმარული ერთი წლის განმავლობაში, იძულებით და დაძალებით 3 წლის პროგრამა გავიარე. ერთი სიტყვით ის ერთი კლასი რაც გავიარე მუსიკალურ სკოლაში მეყო იმისათვის, რომ მუსიკისადმი გულგრილი დავრჩენილვიყავი 90იანების ბოლომდე. 
როგორც უკვე აღვნიშნე, XXI საუკუნემდე საკმაოდ გულგრილად ვიყავი მუსიკისადმი განწყობილი და არც ერთხელ არ გამჩენია სურვილი რამე ინსტრუმენტზე დაკვრისა. თუმცაღა ნაგავს არასდროს არ ვუსმენდი - ძველი MTV, ჯექსონი, სტინგი და ეგეთები. მამაჩემს არაადამიანურად უყვარდა მუსიკა და მუსიკალური ცენტრის ყიდვის შემდეგ  მან დაიწყო თავისი ძველი ფონოტეკის (რომელიც ფირფიტებზე და კასეტებზე ქონდა) დისკების სახით შეძენა და მოსმენა. ამან განმაწყო და გამაცნო უკვე 70იანების მუსიკა. სწორად ამ პერიოდში მოხდა პირველი რევოლუცია - ამ მუსიკით დაინტერესებულმა, დავიწყე ქექვა მამაჩემის გაცილებით უფრო მდიდარ კასეტების კოლექციაში, სადაც აღმოვაჩინე კასეტა, რომელსაც ფანქრით ეწერა "Pink Floyd 93" (შეცდომით) და მაგნიტოფონზე ჩართვისას ეს აღმოჩნდა პინკ ფლოიდის დღესდღეობით ბოლო (ბოლოს წინა) ალბომი Division Bell (1994), რომელიც კომპოზიცია High Hopes-ის პირველ, შემყვან პიანოს აკორდებზე იყო გაჩერებული... (გაგრძელება იქნება)

5 comments:

  1. ხალტურშიკი ხარ შენ! რამდენი დღეა ამ პოსტს ველოდები და მივიღე? 1 აბზაცი! ნწ-ნწ-ნწ... :)

    ReplyDelete
  2. გავაგრძელებ გიავ ჯიგარო! :)

    ReplyDelete
  3. გაგრძელება დაიდოს!!!!

    ReplyDelete
  4. უი უი თუ ამ ბლოგს კიდევ ვინმე კითხულობს აუცილებლად განვაახლებ მოსაყოლი კი მაქვს :)

    ReplyDelete
  5. რას ქვია არ გითხულობს
    ჩვენ მთელი ოჯახით გადევნებთ თვალყურს.
    ზორბეგი ბიძია და მაგული დეიდა მოკითხვას გითვლიან :D

    ReplyDelete