ამ ქალაქში ჩამოსვლამდე ძალიან მტრულად ვიყავი განწყობილი და მოველოდი ყოველგვარ ეთნიკურ დისკრიმინაციას ქართველების მიმართ. ყველაფრისთვის ვიყავი მზად. ჩამოსვლისას კი ნამდვილად საწინააღმდეგო სურათი დამხვდა, მოსკოვის ქუჩებში სრულიად მშვიდი და ნორმალური ხალხი დადის, რომლებიც შეგუებულნი არიან იმას რომ მათ ქალაქში ყველა რჯულის და ყველა სახის ადამიანი დადის და სრულიად ნორმალურად ეპყრობიან ყველას. გამომდინარე ჩემი კოსმოპოლიტიზმიდან, მე არ აღვიქვამ ამ ხალხს როგორც უცხოებად - ერთ დროს ჩვენ თანამემამულეებიც კი ვიყავით და მე მიხარია რომ იმ ეპოქას მოვესწარი. მიუხედავად ყველაფრისა, აქ ისევ ის საბჭოთა "დუხი" დგას რამაც წინა ჩასვლაზე ძალიან გამაღიზიანა, ხოლო შემდეგ კი მივეჩვიე. ეს ხალხი აფასებს იმას რაც ქონდათ და სულაც არ მიისწრაფვიან მიბაძონ ევროპას და ამერიკას. ისე ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მიბაძვას სჯობს ისეთი იყო როგორიც ხარ და შენი გზით იმოძრავო პროგრესისკენ.
რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო არის ის, რომ აქაური ხალხი არის ძალიან წიგნიერი. მეტროში მგზავრობისას თითქმის ყველა კითხულობს წიგნს ან უსმენს მუსიკას. ძალიან ბევრი წიგნების მაღაზიებია და თანაც საკმაოდ მაღალი დონის. ხალხი საკმაოდ განათლებულია და მათთან ურთიერთობა კომფორტულია.
ყველაზე შესამჩნევი კი ჩემთვის არის მოსკოვის ტემპი! აქ ხალხს კატასტროფულად არ ყოფნით დრო და ყველანი ძალიან ჩქარა მოძრაობენ. სტანდარტული თბილისური "პახოდკით" რომ იარო, შენს უკან იქმნება დიდი რიგი, რომელსაც სურს რომ გადაგისწროს. მართლაც ამ ქალაქში გიჟური ტემპებია და დროის დიდი ნაკლებობა. იმისათვის რომ იარსებო ასეთ ქალაქში - უნდა აყვე მის ტემპს. Be water my friend, be water...
ხოოოო, ცხოვრების ტემპი შენთვის დიდი გამოწვევა იქნება :) იქნება მოსკოვმა მაინც შეგცვალოს ცოტა... მაგ ამბავში თორე ისე რა გჭირს შესაცვლელი?! :)
ReplyDeleteსად ცხოვრობ? შორია სასწავლებლიდან? ნაქირავებში ხარ თუ ობშაგაა რამე?
ReplyDeleteმოსკოვის ტემპი ძალიან დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ჩემთვის ))
ReplyDeleteსად ვცხოვრობ და როგორ ვცხოვრობ - coming soon ;)
me vici da davaspoileb exa :))))
ReplyDeleteკი კი კიიი ))
ReplyDeleteva Caamate anonimusi :)
ReplyDeletespam spam spam :P
ReplyDeleteჰო აწი შეგიძლიათ დამსპამოთ ანონიმურად, თუმცა სჯობს მიუთითოთ თქვენი სახელი რომ ვიცოდე. აქ ყველა შინაურია. ეს იმისათვის გავაკეთე რომ კომენტარისათვის არ გიწევდეთ რეგისტრაცია.
ReplyDeleteნუ მე ავატარზე ხო მეტყობა ვინცა ვარ :D
ReplyDeleteაბა რა )
ReplyDelete