Saturday, September 24, 2011

Why GuRambo?

რატომ შევურჩიე ჩემს ბლოგს ეს სახელი? როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ესაა ჩემი სახელის და რემბოს ნაზავი :). ნუ ცხადია ყველამ იცით ჩემი დამოკიდებულება 80იანების "კეთილმან სძლია ბოროტსა" პროპაგანდისტული ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისადმი და ისიც იცით რომ ხიშნიკს, რემბოს, კონანს, ტერმინატორს, რობოკოპს, კობრას, კომმანდოს, როკის, ადინოკი ვოლკს და სხვებს მე არ ვუღალატებ :D
გამომდინარე იქიდან, რომ ამ უცხო და უჟმურ ქალაქში ჩამოსვლისას მე დავიწყე ბრძოლა გადარჩენისათვის და ვცხოვრობ რადიკალურად უფრო რთულ პირობებში - მანქანას მიჩვეული, აქაურ ტალახებში ფეხით მოსიარულე ჩათლახად ვიქეცი და უკვე გადავეჩვიე ისეთ მცნებებს როგორიცაა ტკბილი, გემრიელი, თბილი, მზიანი, კომფორტული, მოხერხებული, პრესტიჟული და ა.შ. ჩემს შთაგონებად იქცა ფილმი რემბო, რომელშიც ჩვენთვის კარგად ცნობილი პერსონაჟი ხვდება სრულიად უცნობ ქალაქში და მანდ იწყება მისი ბრძოლა გადარჩენისათვის.
როდესაც განსაკუთრებულ სიმარტოვეს და სირთულეს ვგრძნობ ამ ქალაქში, ყოველთვის ამ ფილმის სცენები და საუნდტრეკი მიჟღერს გონებაში და ის მე მაძლიერებს და არ მაძლევს უფლებას რამეს შევუშინდე ან ყურადღება მოვადუნო.
თუმცა ვაღიარებ რომ მე აქ ნორმალურად ვარ და მაინც მომწონს აქაურობა. შინაგანად კარგად ვარ და განსაკუთრებით ვაფასებ იმას რაც მაქვს თბილისში.

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. ყველაზე აპასნი ისაა, რაც აპასნი არ გგონია! ამათ ერიდე, კონან:
    http://www.youtube.com/watch?v=Xfnr0Mu1g1g

    ReplyDelete
  3. ეგ კიდე არაფერი ;) გოპნიკებს, სკინხედებს და ფანატებს უნდა ვერიდო მთავარია.

    ReplyDelete