Friday, September 23, 2011

Survival has begun!

მოგესალმები მკითხველო! თუ შენ იმყოფები აქ და კითხულობ ამას, ესე იგი შენ ხარ ის ერთერთი უახლოესი ადამიანი, რომელსაც მსურს გავუზიარო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და ასავალ-დასავალი. ჩემი ბლოგინგის დაწყების მიზეზი ისაა, რომ სასწავლებლად ჩამოვედი მოსკოვში, ერთი შეხედვით მტრულ მეგაპოლისში, იქ სადაც ყოველ ნაბიჯზე სუფევს ხიფათი და იქ სადაც ძალიან ცივა და მზის დიდი დეფიციტია.
ზუსტად ამ მიზეზით დავარქვი ამ ბლოგს Survival in "hostile" megapolis - რაც ნიშნავს ბრძოლას გადარჩენისათვის "მტრულ" მეგაპოლისში. სიტყვა "მტრული" ჩავსვი ბრჭყალებში, რადგანაც სინამდვილეში არც თუ ისეთი მტრულია მოსკოვი და აქაც ნორმალური ხალხი დადის, რომლებიც ლოიალურები არიან ყველას მიმართ და რომლებიც ძალიან დაკავებულნი არიან თავისი საქმეებით. ნუ ცხადია ისევე როგორც ყველა მეგაპოლისში მასშტაბები ძალიან დიდია და კარგი ხალხი თუ ბევრია, ცუდი ხალხიც ბევრი იქნება შესაბამისად. ამიტომაც პირველი წესი არის მაქსიმალურად ფრთხილად ყოფნა, ასე რომ "ფრთხილად ვიყოთ" - ბრძოლა გადარჩენისათვის დაწყებულია!

No comments:

Post a Comment